- მზის ჩასვლა აქედან არ ჩანს .
- აბა რა უნდა ვქნათ ?
- ზღვაზე უნდა წავიდეთ
- ახლა ზღვაზე ?!
- ახლა ყველაზე კარგია ზღვა , შემოდგომის ზღვა .
- არავინ იქნება ?
- მხოლოდ მე , შენ და ზღვა , გინდა ?
- მინდა.

– რატომ, გაფრენა არ გინდათ?
– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
რუსი გამომძიებელი ცოტა ხანს დუმდა, ირაკლის პასუხებზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ამ ახალგაზრდა ქართველ კაცს და ამიტომაც ბოლო შეკითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ უხერხული სიჩუმე დაერთვია:
– რომ ვერ გაფრინდეთ?
– მაშინ ზღვას გადავცურავ.
– რას?
– ზღვას.
– როგორ?
– სიმღერით.
– ხუმრობთ?
– არ ვხუმრობ.
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
– კი, ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწეროთ?
– სიტყვასიტყვით.
– მაინც როგორ?
– მე გადავცურავ ზღვას…

ისინი გმირები იყვნენ...

No comments:
Post a Comment