Monday, March 3, 2014

,,შიში"

შიში ემოცია რომელსაც ნებისმიერი ადამიანის დამორჩილება და განადგურება შეუძლია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რა არის ის? რატომ გვეშინია? როგორ ვისწავლოთ მისი მართვა?…
 შიში-ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოცია რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს. შიში თავისი ბუნებით ადაპტურია, მისი გავლენით მომხდარი ტრანსფორმირებები ადამიანს აიძულებენ საკუთარი თავი მიმართოს გარეგნული მოთხოვნილებებისაკენ. იმავდროულად ქცევითი ადაპტაცია მიმართულია იქითკენ რომ მოახდინოს შიშის ჩახშობა და დააბრუნოს ფსიქიკა პირველყოფილ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში.შიშს სხვა ემოციებისგან შედარებით შეუძლია ადამიანის ქცევაზე უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს.საშიშროების წყაროს გაურკვევლობის შემთხვევაში წარმოიქმნება მღელვარების მდგომარეობა, უსაგნო შიში, რაც იწვევს გარემოში გაძრდილ ორიენტირებას.
ფსიქოლოგიური ჯამრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს შიშის გენი, რომლის საშვალებითაც მემკვიდრეები იღებენ ორ განსაკუთრებულ გენს- თითო-თითოს დედისგან და მამისგან. ეს გენები იყოფა პირობითად, რომ ვთქვათ მოკლე და გრძელ გენებად, თეორიის თანახმად, ის ვინც მემკვიდრეობით მიიღო ორი გრძელი გენი, აუცილებლად მამაცი გაიზრდება. ვისაც წილად ხვდა თუნდაც ერთი მოკლე გენი, მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს მშიშარად, თუ არა, ფრთხილ ადამიანად მაინც.

თანამედროვე კვლევები და სტატისტიკა გავრწმუნებს, რომ დღეს მამაკაცებს ყველაზე მეტად აშინებთ ხელმოცარულობის შიში, პროფესიაში, სარეცელზე, და ზოგადად ცხოვრებაში. ქალთა მთავარი ფობიებია: მარტოდ დარჩენა, შვილის დაკარგვა, თაგვების, ვირთხებისა და გველების შიში, რომლებიც სიაში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა. ბავშვებს ეშინიათ სიბნელის, საშიში სიზმრების, დასჯის და სხვა ასეთის.
უნდა შეგეძლოთ ფსიქოლოგიურად დაძლიოთ შიშის ბარიერი, ამისთვის აუცილებელია განსაზღვროთ თქვენი მოქმედებები საშიშ სიტუაციაში. ცნობილი კარატისტი საცუსიტო ოიამა წერდა, რომ სანამ ჩაებმებოდა ორთაბრძოლაში,მანამ გაიაზრეთ ის თქვენს გონებაში. თუ მოგიწევთ შეტაკება ბოროტმოქმედთან, უნდა შეძლოთ თუნდაც ერთი დარტყმის მიყენება. ნებისმიერ საფრთხესთან ვირტუალური ბრძოლის შემდეგ უნდა შეასრულოთ ყველაფერი რაც წარმოიდგინეთ(დაიყვიროთ, ჩაატაროთ რამე ილეთი, გადახტეთ და ა.შ.),მის შესრულებას ნუ დააყოვნებთ.ყველაზე დიდი ფაქტორი სიკვდილთან დაოკიდებულებაში არის შიშის გრძნობა. მიწიერ განცდათა შორის ყველაზე საშინელი შიშის გრძნობაა, მისი ატანა უფრო მძიმეა ვიდრე სიღარიბე, ავადმყოფობა და სხვა.
სამყარო რომელშიც არსებობს ჩვენი ფსიქიკა სამ განზომილებიანია, თუ ქვაში ნივთიერი მოცულობაა და კატაში ასტრალური, ადამიანში არის ნივთიერიც, ასტრალურიც და მენტალურიც.არაერთხელ ადამიანი უბრალოდ გაუნადგურებია შიშის გრძნობას, განსაკუთრებით ეს მოქმედებს სიკვდილით დასასჯელებზე. ჩვენ ხშირად გავაქვს საქმე ჩვენი ახლობლების სიკვდილით მოსალოდნელი შიშის გრძნობასთან, მათი სიკვდილის შემდეგ ადამიანების შიშს ცვლის სიბრალული. ამასთანავე არის განცდა იმისა რომ დასრულდა ერთი დიდი ამბავი. ამდენად მუდმივად შიში უფრო მძიმეა, ვიდრე დასრულებული მწუხარება. საერთოდ ადამიანის არსებობა მიწიერ სამყაროში მოცულია უკიდეგანო შიშის გრძნობით. ამის მიზეზეი სამყაროზე მეტად მისი ბუნებაა და არ არსებობს ადამიანის ცხოვრების სწორად წარმართვისათვის, უფრო ხელისშემშლელი სხვა რამ, ვიდრე შიშის გრძნობა. მისი მთლიანად ამოგდება გონებიდან შეუძლებელია, მაგრამ მისი გაწონასწორებული გამოვლენა აუცილებელია. ზოგადად შიში არის იდუმალად გატარებული გრძნობა უმწეობისა, საფრთხის წინაშე. შიში იწყება იქ სადაც ადამიანს ელევა ოპტიმიზმი, ნება, მოთმინება, ბრძოლის უნარი და ენერგია.სიკვდილის მოსალოდნელი შიში შემზარავია, მაგრამ უფრო საშინელი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ არასოდეს მოვკვდებოდით, სიკვდილთან უაზრო მტრობას და სიძულვილს, მასზე ზომიერი მშვიდი ფიქრი სჯობია, ვიდრე უკვდაობა.                  

No comments:

Post a Comment