Sunday, March 2, 2014

იაპონია

 აპონია – ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყანა.იაპონია — კუნძული-სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, წყნარ ოკეანეში, ჩინეთის, კორეისა და რუსეთის აღმოსავლეთით. 3.000-ზე მეტ კუნძულთა შორის, რომელზეც ეს ქვეყანა მდებარეობს, ძირითადია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ. 128 მილიონი მოსახლით იაპონია სიდიდით მეათეა მსოფლიოში. ეკონომიკური ზესახელმწიფო, იაპონია ნომინალური მშპ-ით მსოფლიოში სიდიდით მეორეა აშშ-ის შემდეგ. ის ასევე მსოფლიო ლიდერია ტექნოლოგიასა და მანქანათმშენებლობაში. 

 თვითონ იაპონელები ხშირად უწოდებენ საკუთარ ქვეყანას «ნიპონ» ან «ნიჰონ», ორივე ვარიანტი იწერება კანძის მეშვეობით – იაპონ. 日本. პირველი ვარიანტი გამოიყენება როგორც ოფიციალური, მაგალითად იენაზე, საფოსტო მარკებზე და ა.შ. სახელწოდება «ნიჰონ» გამოიყენება სახლში. თვითონ იაპონელები უწოდებენ საკუთარ თავს ნიჰონძინ (იაპონ. 日本人?), ხოლო ენას — ნიჰონგო (იაპონ. 日本語?). ქვეყნის ოფიციალური სახელი არის «ნიჰონ კოკუ» ან «ნიპონ კოკუ» (იაპონ. 日本国?).არის 6,852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი.

                                                               


ალუბლის ყვავილები, საკურა,




No comments:

Post a Comment