ჩარლი სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთში, ლონდონი. მისი მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა-ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის მსახიობები იყვნენ. დედა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა. სწორედ მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.
ჩარლზ უფროსი და ჰანა ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო (მოგვიანებით უფროსმა ჩაპლინმა მეორე ცოლი შეირთო და მასთან ერთი ვაჟი შეეძინა) და ბავშვის ერთადერთი პატრონი დედა აღმოჩნდა. 1891 წლის ცენზის მიხედვით, პატარა ჩარლი ცხოვრობდა დედამისსა და თავის უფროს ნახევარძმასთან, სიდნეისთან ერთად ბერლოუს ქუჩაზე, უოლვორთში.


მალე ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა და ამის გამო, იძულებული იყო 1896 წელს სცენა დაეტოვებინა. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში აღმოჩნდა. მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიკური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით მამას მიაბარეს, მაგრამ მალე ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა (1901 წელს). განკურნებულმა ჰანამ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგაც ვერ შესძლო შვილების რჩენა და ამის გამო, ლამბეთის თავშესაფარს მიაშურა. მოგვიანებით, ძმები ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში.გამონათქვამები„მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე
შენც.“
შენც.“

„ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.“
„სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.“
„ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შემიძლია წარმოვიდგინო, არის ფუფუნებით კმაყოფილება.“
„ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.“

„ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.“

No comments:
Post a Comment