Tuesday, March 4, 2014

ჩარლზ ჩაპლინი

ჩარლი სპენსერ ჩაპლინი დაიბადა 1889 წლის 16 აპრილს ოლვორთშილონდონი. მისი მშობლები-მამა ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი უფროსი და დედა-ჰანა ჩაპლინი მიუზიკ-ჰოლის მსახიობები იყვნენ. დედა სცენაზე ლილი ჰარლის სახელით გამოდიოდა. სწორედ მშობლების პროფესიამ აზიარა ჩარლი მუსიკას და სცენას ადრეული ბავშვობიდანვე.
ჩარლზ უფროსი და ჰანა ერთმანეთს დასცილდნენ როცა ჩარლი ჯერ კიდევ 3 წლის იყო (მოგვიანებით უფროსმა ჩაპლინმა მეორე ცოლი შეირთო და მასთან ერთი ვაჟი შეეძინა) და ბავშვის ერთადერთი პატრონი დედა აღმოჩნდა. 1891 წლის ცენზის მიხედვით, პატარა ჩარლი ცხოვრობდა დედამისსა და თავის უფროს ნახევარძმასთან, სიდნეისთან ერთად ბერლოუს ქუჩაზე, უოლვორთში.

მალე ჰანა ჩაპლინმა ხმა დაკარგა და ამის გამო, იძულებული იყო 1896 წელს სცენა დაეტოვებინა. ოჯახი წარმოუდგენელ სიღატაკეში აღმოჩნდა. მატერიალური გასაჭირის და პირადი ტრაგედიის გამო ჰანა ჩაპლინს ფსიქიკური დაავადების ნიშნები აღმოაჩნდა, რის გამოც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბავშვები კი დროებით მამას მიაბარეს, მაგრამ მალე ჩარლის მამა ლოთობისგან გარდაიცვალა (1901 წელს). განკურნებულმა ჰანამ საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგაც ვერ შესძლო შვილების რჩენა და ამის გამო, ლამბეთის თავშესაფარს მიაშურა. მოგვიანებით, ძმები ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს.
ჩაპლინი გარდაიცვალა 1977 წლის 25 დეკემბერს, თავის სახლში, ვევეში.გამონათქვამები„მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე
შენც.“


„ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.“
„სანამ ადამიანები იარსებებენ, თავისუფლება არასდროს გაქრება.“
„ყველაზე სამწუხარო რამ, რაც კი შემიძლია წარმოვიდგინო, არის ფუფუნებით კმაყოფილება.“
„ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.“

Monday, March 3, 2014

,,შიში"

შიში ემოცია რომელსაც ნებისმიერი ადამიანის დამორჩილება და განადგურება შეუძლია, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რა არის ის? რატომ გვეშინია? როგორ ვისწავლოთ მისი მართვა?…
 შიში-ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანური ემოცია რომელიც უკავშირდება თვითგადარჩენისა და უსაფრთხოების სურვილს. შიში თავისი ბუნებით ადაპტურია, მისი გავლენით მომხდარი ტრანსფორმირებები ადამიანს აიძულებენ საკუთარი თავი მიმართოს გარეგნული მოთხოვნილებებისაკენ. იმავდროულად ქცევითი ადაპტაცია მიმართულია იქითკენ რომ მოახდინოს შიშის ჩახშობა და დააბრუნოს ფსიქიკა პირველყოფილ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში.შიშს სხვა ემოციებისგან შედარებით შეუძლია ადამიანის ქცევაზე უფრო ძლიერი გავლენა მოახდინოს.საშიშროების წყაროს გაურკვევლობის შემთხვევაში წარმოიქმნება მღელვარების მდგომარეობა, უსაგნო შიში, რაც იწვევს გარემოში გაძრდილ ორიენტირებას.
ფსიქოლოგიური ჯამრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს შიშის გენი, რომლის საშვალებითაც მემკვიდრეები იღებენ ორ განსაკუთრებულ გენს- თითო-თითოს დედისგან და მამისგან. ეს გენები იყოფა პირობითად, რომ ვთქვათ მოკლე და გრძელ გენებად, თეორიის თანახმად, ის ვინც მემკვიდრეობით მიიღო ორი გრძელი გენი, აუცილებლად მამაცი გაიზრდება. ვისაც წილად ხვდა თუნდაც ერთი მოკლე გენი, მოსალოდნელია ჩამოყალიბდეს მშიშარად, თუ არა, ფრთხილ ადამიანად მაინც.

თანამედროვე კვლევები და სტატისტიკა გავრწმუნებს, რომ დღეს მამაკაცებს ყველაზე მეტად აშინებთ ხელმოცარულობის შიში, პროფესიაში, სარეცელზე, და ზოგადად ცხოვრებაში. ქალთა მთავარი ფობიებია: მარტოდ დარჩენა, შვილის დაკარგვა, თაგვების, ვირთხებისა და გველების შიში, რომლებიც სიაში ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზეა. ბავშვებს ეშინიათ სიბნელის, საშიში სიზმრების, დასჯის და სხვა ასეთის.
უნდა შეგეძლოთ ფსიქოლოგიურად დაძლიოთ შიშის ბარიერი, ამისთვის აუცილებელია განსაზღვროთ თქვენი მოქმედებები საშიშ სიტუაციაში. ცნობილი კარატისტი საცუსიტო ოიამა წერდა, რომ სანამ ჩაებმებოდა ორთაბრძოლაში,მანამ გაიაზრეთ ის თქვენს გონებაში. თუ მოგიწევთ შეტაკება ბოროტმოქმედთან, უნდა შეძლოთ თუნდაც ერთი დარტყმის მიყენება. ნებისმიერ საფრთხესთან ვირტუალური ბრძოლის შემდეგ უნდა შეასრულოთ ყველაფერი რაც წარმოიდგინეთ(დაიყვიროთ, ჩაატაროთ რამე ილეთი, გადახტეთ და ა.შ.),მის შესრულებას ნუ დააყოვნებთ.ყველაზე დიდი ფაქტორი სიკვდილთან დაოკიდებულებაში არის შიშის გრძნობა. მიწიერ განცდათა შორის ყველაზე საშინელი შიშის გრძნობაა, მისი ატანა უფრო მძიმეა ვიდრე სიღარიბე, ავადმყოფობა და სხვა.
სამყარო რომელშიც არსებობს ჩვენი ფსიქიკა სამ განზომილებიანია, თუ ქვაში ნივთიერი მოცულობაა და კატაში ასტრალური, ადამიანში არის ნივთიერიც, ასტრალურიც და მენტალურიც.არაერთხელ ადამიანი უბრალოდ გაუნადგურებია შიშის გრძნობას, განსაკუთრებით ეს მოქმედებს სიკვდილით დასასჯელებზე. ჩვენ ხშირად გავაქვს საქმე ჩვენი ახლობლების სიკვდილით მოსალოდნელი შიშის გრძნობასთან, მათი სიკვდილის შემდეგ ადამიანების შიშს ცვლის სიბრალული. ამასთანავე არის განცდა იმისა რომ დასრულდა ერთი დიდი ამბავი. ამდენად მუდმივად შიში უფრო მძიმეა, ვიდრე დასრულებული მწუხარება. საერთოდ ადამიანის არსებობა მიწიერ სამყაროში მოცულია უკიდეგანო შიშის გრძნობით. ამის მიზეზეი სამყაროზე მეტად მისი ბუნებაა და არ არსებობს ადამიანის ცხოვრების სწორად წარმართვისათვის, უფრო ხელისშემშლელი სხვა რამ, ვიდრე შიშის გრძნობა. მისი მთლიანად ამოგდება გონებიდან შეუძლებელია, მაგრამ მისი გაწონასწორებული გამოვლენა აუცილებელია. ზოგადად შიში არის იდუმალად გატარებული გრძნობა უმწეობისა, საფრთხის წინაშე. შიში იწყება იქ სადაც ადამიანს ელევა ოპტიმიზმი, ნება, მოთმინება, ბრძოლის უნარი და ენერგია.სიკვდილის მოსალოდნელი შიში შემზარავია, მაგრამ უფრო საშინელი იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ არასოდეს მოვკვდებოდით, სიკვდილთან უაზრო მტრობას და სიძულვილს, მასზე ზომიერი მშვიდი ფიქრი სჯობია, ვიდრე უკვდაობა.                  

ფაველა

 ფაველა — ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონები (უბნები). ამ უბნებში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა,კანალიზაცია, და მაღალია კრიმინალის დონე. უმრავლესობას აქვს  ელექტროენერგია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არალეგალურად არის გადმოყვანილი საქალაქო ქსელიდან. ფაველები შენდება სხვადასხვა ნაპოვნი მასალისგან, აგურით დაწყებული და ნაგვით დამთავრებული. სახლები ფაველებში ერთმანეთთან ძალიან ახლოს ან ერთმანეთზეა ნაგები. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ყველაზე ცნობილი ფაველარიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაოლოს ირგვლივაა, ფაველები არსებობს თითქმის ყველა დიდი თუ საშუალო ზომის ბრაზილიურ ქალაქში. რიოში ყოველი მეოთხე კარიოკა (რიოს მცხოვრები) ფაველაში ცხოვრობს.
სახელი მომდინარეობს მცენარის სახეობიდან, რომელსაც ეკლიანი ფოთლები აქვს და ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში იზრდება. ლტოლვილები და ყოფილი მეომრები, რომლებიც ბაიაში კანუდოსის სამოქალაქო ომში მონაწილეობდნენ (1895-96) რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ გორაკზე დასახლდნენ (სახ. მორო-და-პროვიდენსია) უპატრონო მიწაზე, ვინაიდან მთავრობამ მათთვის ბინების გამოყოფა ვერ უზრუნველყო. ყოფილმა ჯარისკაცებმა მათ ახალ დასახლებას "მორო-და-ფაველა" დაარქვეს, იმ მცენარის სახელზე, რომელიც აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში მათი განთქმული გამარჯვების ადგილას იზრდებოდა.
                    

წლების განმავლობაში ამ უბანში მრავალი გათავისუფლებული შავკანიანი მონა დასახლდა, შეცვალეს რა ლტოლვილები როგორც ძირითადი ეთნიკური ჯგუფი. ამავე პერიოდში ღარიბ შავკანიანებს ქალაქის შიდა უბნებიდან დევნიდნენ და ისინიც იძულებულ იყვნენ ფაველებში დასახლებულიყვნენ. ფაველები მოხერხებული იყო მათთვის, ვინაიდან ეს უბნები მათი სამუშაოდან შორს არ იყო და ასევე უხიფათო თავშესაფარს წარმოადგენდა მდევნელთაგან.

,,ვენეცია"

   ვენეცია - „არხების ქალაქი“ - ყველა დროის საუკეთსეო და სასურველი სამოგზაურო ადგილი ტურისტებისთვის. ეს არის ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც განლაგებულია 119 კუნძულზე და მოიცავს: 160 არხს; 369 ხიდს. აქ ვერ ნახავთ ვერც ავტომობილს, ვერც მეტროს - გადაადგილების ერთადერთი საშუალებაა ვენეციური ნავი - გონდოლა. ეს ტური საუკეთესო შესაძლებლობაა დროებით მოწყდეთ სამყაროს და ეწვიოთ მომაჯადოებელ კუთხეებს ვენეციაში, რომელთა ხილვისას დაგეუფლებათ გრძნობა, თითქოს დრო გაჩერდა საუკუნეების წინათ!

     
                 
Venecia
  ხშირად ამბობენ, რომ ვენეცია თაფლობის თვის გასატარებლად საუკეთესო ქალაქია. უამრავი რომანტიკული ადგილებით. აქ თქვენ მოინახულებთ ულამაზეს პალაცო დუკალეს. კა რეცონიკოს-ს სასახლეს,  სან მარკოს ბაზილიკას, ლაგუნას. წმინდა მარკოსა და სან მარინოს მოედნებს. გაისეირნებთ რეალტოს ხიდზე და მოინახულებთ მუზეუმებს.  აქ მთელი ქალაქი მუზეუმია, თითქმის ყველა სახლში სამხატვრო გალერეააცნობილი მხატვრების მიერ მოხატული კედლებით.
               
Venecia
       
               Venecia
             
               Venecia

               Venecia

                Venecia

Sunday, March 2, 2014

თვითმფრინავის ბიჭები

ზის ჩასვლას აქედან უნდა ვუყუროთ ?
- მზის ჩასვლა აქედან არ ჩანს .
- აბა რა უნდა ვქნათ ?
- ზღვაზე უნდა წავიდეთ
- ახლა ზღვაზე ?!
- ახლა ყველაზე კარგია ზღვა , შემოდგომის ზღვა .
- არავინ იქნება ?
- მხოლოდ მე , შენ და ზღვა , გინდა ?
- მინდა. 

თვითმფრინავის ბიჭები

– რატომ, გაფრენა არ გინდათ?
– გაფრენა ყოველთვის მინდოდა, ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც, ოღონდ არა თვითმფრინავით.
რუსი გამომძიებელი ცოტა ხანს დუმდა, ირაკლის პასუხებზე ფიქრობდა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა ამ ახალგაზრდა ქართველ კაცს და ამიტომაც ბოლო შეკითხვა მხოლოდ იმიტომ დაუსვა, რომ უხერხული სიჩუმე დაერთვია:
– რომ ვერ გაფრინდეთ?
– მაშინ ზღვას გადავცურავ.
– რას?
– ზღვას.
– როგორ?
– სიმღერით.
– ხუმრობთ?
– არ ვხუმრობ.
– დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
– კი, ბატონო.
– მაინც როგორ ჩავწეროთ?
– სიტყვასიტყვით.
– მაინც როგორ?
– მე გადავცურავ ზღვას…
თვითმფრინავის ბიჭები

ისინი გმირები იყვნენ...  თვითმფრინავის ბიჭები

Spring

   გაზაფხული — წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრძელდება გაზაფხულის ბუნიობის მომენტიდან (20 ან 21 მარტიზაფხულის მზებუდობის მომენტამდე (21 ან 22 ივნისი); ჩვეულებრივ გაზაფხულს უწოდებენ მარტისაპრილისა და  მაისის თვეებს. როდესაც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულია, სამხრეთ ნახევარსფეროში შემოდგომაა.
                     HELLO MARCH              

დღე დიდდება. დათბება. ხეებზე კვირტები ისკვნება. მიწიდან ბალახი ამოდის. იწყება მცენარეთა ზრდის განახლება.
                         HELLO MARCH
ზამთარში, თბილ ქვეყნებში გაფრენილი ფრინველები ბრუნდებიან, ბუდეებს იკეთებენ და კვერცხებს დებენ.
 
             HELLO MARCH
ცხოველები მეწყვილეს ეძებენ და შთამომავლობას ამრავლებენ.

             HELLO MARCH

             HELLO MARCH
           
              HELLO MARCH

კრისტენ სტიუარტი

 კრისტენ ჯეიმზ  სტიუარტი ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. მსახიობობის გარდა ის დაინტერესებულია კოლეჯში სწავლით და ძალიან უნდა მომავალში ისწავლოს: „მე მინდა კოლეჯში ლიტერატურის სწავლა. მე მინდა გავხდე მწერალი“ - ახსენა მან ერთ-ერთ ინტერვიუში. 2008 წელს კრისტენ სტიუარტი ხვდებოდა მაიკლ არგრანოს და ის სწორედ მასთან ერთად მონაწილეობდა ფილმში „ილაპარაკე“ 2004 წელში. 2008 წლიდან, მან „ბინდის“ გადასაღებ მოედანზე გაიცნო რობერტ პატინსონი, რომელსაც 4 წლის განმალობაში ხვდებოდა, მათ თავიანთი ურთიერთობა არ დაუდასტურებიათ, თუმცა ამას მოწმობდა პაპარაცების მიერ გადაღებული უამრავი სურათი, რომელზეც კრისტენი და რობერტი იყვნენ ასახულნი თუნდაც ხელი-ხელ ჩაკიდებულები. GQ-სთან ინტერვიუში თავისი ურთიერთობების შესახებ მან ახსენა რომ არ უყვარს საუბარი პირად ურთიერთობებზე საჯაროდ. კრისტენმა ოფიციალურად თავისი ურთიერთობა რობერტ პატინსონთან დაადასტურა 2012 წლის ივლისში, როდესაც US WEEKLY-მ გამოაქვეყნა სტიუარტის და „ფიფქია და მონადირის“ რეჟისორის, რუპერტ სანდერსის სურათები. იმ დღეს, როდესაც სურათები გამოჩნდა, სტიუარტმა საჯაროდ მოუხადა პატინსონს ბოდიში საკუთარი შეცდომისთვის: „ამ დროებითმა წინდაუხედავობამ საფრთხეში ჩააგდო ყველზე მნიშვნელოვანი რამ ჩემს ცხოვრებაში, ვაწყენინე ადამიანს რომელსაც ყველაზე მეტად ვცემ პატივს და მიყვარს, რობს. მე მიყვარს ის, მე მიყვარს ის,მე ვწუხვარ."
                       


კრისტენმა ადრეულ ასაკში დაიწყო კარიერა. იგი იყო 8 წლის როდესაც მან პატარა როლი შეასრულა ფილმში Thirteen. ამას მოყვა მეორე ხარისხოვანი როლი ფილმში the safety of objects. 2002 წელს მან ითამაშა ჯუდი ფოსტერთან ერთად ფილმში Panic Room. ამის შემდეგ შერონ სტოუნთან და დენის ქუაიდთან ერთად ითამაშა ფილმში Cold Creek Manor 2003 წელს. 2004 წელს გამოვიდა ფილმი Speak სადაც იგი მთავარ როლს ასრულებდა. მისი პერსონაჟი დეპრესიული გოგო იყო რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა. ამ ფილმის მერე მას დიდი აღიარება ხვდა წილად და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი როლი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი კარიერისთვის იყო ფილმი In the Land of Women, მეგ რაიანთან ერთად, სადაც იგი Lucy Hardwicke-ს როლს ასრულებდა. 2008 წელს შექმნილ ფილმში მან პარტნიორობა გაუწია ისეთ ცნობილ მსახიობებს როგორბიც არიან რობერტ დე ნირო,ბრიუს უილისი და ა.შ მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული როლი არის ბელა სვონის როლი ფილმში ბინდი. ამ როლისთვის მან გამოიყენა ყავისფერი ლინზები, რადგან წიგნში, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს, ნათქვამი იყო, რომ ბელას თაფლისფერი თვალები ჰქონდა, კრისტენს კი მწვანე თვალები აქვს. მას მოუწია სიმღერის შესრულება ფილმში Into the Wild. მან ეს სიმღერა ისე შეასრულა, როგორც ნამდვილი პროფესიონალი იმღერებდა. ფილმში The Runaways, ის ასრულებს ცნობილი როკ მომღერლის ჯოან ჯეტის როლს.
                


                        22 წლის მსახიობის - კრისტენ სტიუარტის გამონათქვამები.

,, მე თუ ოდესმე შემეძლება სხვისი აზრების წაკითხვა, ეს იქნება ჩემი კატა, რადგანაც ის მე არასდროს მელაპარაკება".

,,მე არ ვცდილობ, რომ ვიყო საუკეთესო. მე მინდა ხალხმა დამინახოს ისეთი, როგორიც ვარ".                        

         
კრისტენ სტიუარტის გამონათქვამები
,,გულწრფელობა დღესდღეისობით ეთ-ერთი დიდი პრობლემაა. მე მირჩევნია ვთქვა სიმართლე და ვიღაცას შევძულდე, ვიდრე ვიყო მატყუარა და ვინმე გავაცურო."
,,მე არ მინდა ვიყო ანჯელინა ჯოლი. მე არ ვთვლი,რომ ის არის ყველაზე ნიჭიერი, ლამაზი,წარმატებული,გასაოცარი და მომხიბლელი ადამიანი".
,,შენ არ იცი რისი გაკეთება შეგიძლია სანამ არ გააკეთებ".

    
კრისტენ სტიუარტის გამონათქვამები

 ,, მე მე ვარ და არა ვინმე სხვა".

 
,, ხანდახან შენ უნდა იყო ეგიოისტი, რომ მიიღო ის რაც გინოდოდა და ცხოვრებაში წინ წახვიდე".
კრისტენ სტიუარტის გამონათქვამები

კრისტენ სტიუარტის გამონათქვამები
 
კრისტენ სტიუარტის გამონათქვამები

ჯღაბნის საიდუმლო

  ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა, როცა უსაქმოდ ჯდომისას, ან პირიქით აზროვნებისა და ფიქრის დროს, ფურცელზე კალმით ერთი შეხედვით უზრო, არაფრისმთქმელი ნახატები გამოგიყვანიათ. სწორედ ამ “ნაჯღაბნებს” შეუძლიათ გაამჟღავნონ თქვენი გრძნობები, აზრები. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ამაში, საჭიროა უპასუხოთ მხოლოდ ერთ შეკითხვას:  რას ხატავთ ყველაზე ხშირად?

  სპირალები და ხვეულები-სპირალის ხატვა ნიშნავს იმას, რომ თქვენი აზრები ერთი და იმავე პრობელმის გარშემო ტრიალებს (არ არქვს მნიშვნელობა პირადი თუ პროფესიული), რომლისგადაჭრასაც ვერაფრით ახერხებთ.
                                        
  გისოსები და ქსელები-თუ შტრიხები და ხაზები ფურცელზე დიდი ზეწოლით არის დატანილი, ეს ნიშნავს, რომ თავს “კუთხეში მომწყვდეულად ” გრძნობთ. თითოეული ძლიერი, ენერგიული ხაზი – ეს არის შეტევა, რომლის განხორციელებასაც საუბრის დროს ვერ ბედავთ.
                                           
  სახლები და გემები-სიმეტრიული ფიგურები წესრიგის და დაგეგმვის მიმართ სიყვარულის დემონსტრირებას ახდენს. აი რაზე მეტყველებს ასეთი ნახატი: “ძნელია ჩემი დაბნევა, მე ზუსტად ვიცი რა მინდა, მე ვაპირებ მყარად დავიცვა საკუთარი აზრი.”
                                         
ყვავილრბი, მზე, ღრუბლები-ხალისიანი ყვავილები და მზე – მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ კმაყოფილი ხართ საუბრის მიმდინარეობით. ის ოპტიმისტურ განწყობას ასახვს.
                                         

ხეები - თუ ხე თხელია და გაშიშვლებული – დაბნეულობას და დათრგუნულობას ნიშნავს, ხოლო სქელი დატოტვილი ხე ენერგიულობაზე და სიცოცხლის ხალისის ქონაზე მეტყველებს.
                                    

ჯვრები - ჯვრები გამოხატავენ დანაშაულის გრძნობას, რაც სავარაუდოდ საუბრის მომენტში გაჩნდა. რაღაცა გაწუხებთ: ან თქვენ თვითონ არ ასვენებთ თქვენს თავს, ან მოსაუბრე გამტყუნებთ და ბრალს გდებთ რაღაცაში.
                                           



იაპონია

 აპონია – ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ქვეყანა.იაპონია — კუნძული-სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, წყნარ ოკეანეში, ჩინეთის, კორეისა და რუსეთის აღმოსავლეთით. 3.000-ზე მეტ კუნძულთა შორის, რომელზეც ეს ქვეყანა მდებარეობს, ძირითადია ჰონსიუ, ჰოკაიდო, კიუსიუ და სიკოკუ. 128 მილიონი მოსახლით იაპონია სიდიდით მეათეა მსოფლიოში. ეკონომიკური ზესახელმწიფო, იაპონია ნომინალური მშპ-ით მსოფლიოში სიდიდით მეორეა აშშ-ის შემდეგ. ის ასევე მსოფლიო ლიდერია ტექნოლოგიასა და მანქანათმშენებლობაში. 

 თვითონ იაპონელები ხშირად უწოდებენ საკუთარ ქვეყანას «ნიპონ» ან «ნიჰონ», ორივე ვარიანტი იწერება კანძის მეშვეობით – იაპონ. 日本. პირველი ვარიანტი გამოიყენება როგორც ოფიციალური, მაგალითად იენაზე, საფოსტო მარკებზე და ა.შ. სახელწოდება «ნიჰონ» გამოიყენება სახლში. თვითონ იაპონელები უწოდებენ საკუთარ თავს ნიჰონძინ (იაპონ. 日本人?), ხოლო ენას — ნიჰონგო (იაპონ. 日本語?). ქვეყნის ოფიციალური სახელი არის «ნიჰონ კოკუ» ან «ნიპონ კოკუ» (იაპონ. 日本国?).არის 6,852 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი.

                                                               


ალუბლის ყვავილები, საკურა,




წმ. ღირსი მამა გაბრიელი

ამა გაბრიელი დაიბადა თბილისში თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ოჯახში სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული.მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით.მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა სვეტი მას წმინდანად შერაცხავს.
 

  • ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.
  • საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც.
  • ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.
  • ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა.
  • პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ მამაო ჩვენო, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.
  • ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.